21:56 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 22:49:42, 875 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე: ერთადერთი, რაც ამ კონსტიტუციას შეიძლება გაუკეთო, დახვეწაა

ერთადერთი, რაც ამ კონსტიტუციას შეიძლება გაუკეთო, შეიძლება ის დახვეწო, რადგან მას ვერ გააუარესებ, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი განცხადებით, მოქმედ კონსტიტუციაში ხელისუფლების განაწილებული პრინციპი დარღვეულია. მისივე თქმით, ხარვეზების არსებობაზე 2010 წელს ვენეციის კომისია აქტიურად საუბრობდა, მაგრამ არ გაითვალისწინეს.

"ჩვენი ამოცანა არის კონსტიტუციის დახვეწა. ერთადერთი, რაც ამ კონსტიტუციას შეიძლება გაუკეთო, შეიძლება ის დახვეწო, რადგან მას ვერ გააუარესებ. ხელისუფლების განაწილებული პრინციპი დარღვეულია მოქმედ კონსტიტუციაში. სერიოზული ხარვეზებია და ამაზე 2010 წელს ვენეციის კომისია აქტიურად საუბრობდა, მაგრამ არ გაითვალისწინეს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა არ დაწყებულა, თუმცა ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება, მას შემდეგ, რაც სპეციალური ფორმატი შეიქმნება. ის აქვე ამბობ, რომ ფორმატი იქნება ფართო და მასში, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები. 

მანვე აღნიშნა, რომ წინა ფორმატი, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობდა, პრობლემებს შეიცავდა, რის გამოც ფორმატმა ვერ იმუშავა. 

კობახიძემ პრეზიდენტის ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით, არ აქვს უფლება წარადგინოს ან მონაწილეობა მიიღოს კანონის შემოქმედების პროცესში. 

"პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში ბევრი პრობლემა იკვეთება. სახელმწიფო მმართველობის ახალი ფორმატი გვაქვს, პრეზიდენტი ვერ იქნება ინიციატორი ამ მიმართულებით, ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს. ის კანონის შემოქმედების პროცესში პოსტფაქტუმ ერთვება, რაც ვეტოში გამოიხატება. კანონპროექტის ინიციატორი შეიძლება იყოს პარლამენტი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics