|
2016-11-28 17:14:08, 877 ნახვა
პოლიტიკა
დღეიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ახალი უმაღლესი საბჭო ეყოლება
დღეიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ახალი უმაღლესი საბჭო ეყოლება. რიგით მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ პატარაძე, მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლები, რეგიონში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარები და პროპორციული სიით არჩეული დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ახალი ხელმძღვანელის პოსტზე ქართულმა ოცნებამ დავით გაბაიძე წარადგინა, რომელიც კენჭისყრაზე 14 ხმით, სრული უმრავლესობით აირჩიეს. 36 წლის დავით გაბაიძე პროფესიით იურისტია. იგი ამავდროულად არის აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის მედიაციის ცენტრის მედიატორი, შპს "ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"-ს არბიტრი, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. დავით გაბაიძე 2014 წლიდან მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად. 22 წლის ასაკიდან დავით გაბაიძე ასწავლის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის უმაღლეს საფინანსო სკოლასა და გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში. არის სამეცნიერო სტატიების ავტორი და ი. ჯავახიშვილის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. ,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხდება. შესაბამისად ჩვენ ყველას ძაილან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე. მომავალი 4 წლის განმავლობაში საზოგადოება უნდა დარწმუნდეს აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ეფექტურობაში. მიმაჩნია, რომ მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ უმაღლესი საბჭო სწორედ ის ორგანოა, სადაც ყველაზე მეტად არის წარმოდგენილი ხალხის აზრი, ხალხის ნება და რომ ეს ორგანო ყველაზე მეტად არის საჭირო მათი ინტერესების დასაცავად"-აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გაბაიძემ. რეგლამენტის თანახმად რიგით მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა პარლამენტის უხუცესმა წევრმა დავით თედორაძემ წაიყვანა. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ მოწვეულ სტუმრებსა და დეპუტატებს არჩევნების შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა. უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ფრაქციების რეგისტრაცია გაიმართა. დარეგისტრირებული 4 ფრაქციიდან უმრავლესობას 3 ფრაქცია, ხოლო უმცირესობას 1 ფრაქცია ეყოლება. პირველ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მოხდა ვიცე-სპიკერის და კომისიების თავმჯდომარეების არჩევა. ,,პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო მოსახლეობას, რომელმაც ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა. ასევე მინდა მივულოცო უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს. ის არის პროფესიონალი ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც საჯარო, ასევე არასამთავრობო სტრუქტურებში მუშაობის. მომდევნო 4 წელი იქნება ძალიან ნაყოფიერი; აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. რეგიონში დაგეგმილია ძალიან ბევრი პროექტი. მათ შორის ეკონომიკური, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურიზმის განვითარების და ა.შ. ჩვენ გვჭირდება მყისიერი, სწრაფი რეაგირება და დარწმუნებული ვარ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ რეგიონში სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად. ვიმედოვნებ, რომ უმაღლეს საბჭოში სრული უმრავლესობა მხარს დაგვიჭერს სხვადასხვა ინიციატივებთან მიმართებაში. ძალიან ბევრი საინტერესო წინადადება იქნება. ასევე ვიმედოვნებ, რომ აქ იქნება კონსტრუქციული მუშაობა და მათ შორის ოპოზიციური პარტიებიც კონსტრუქციულად მიუდგებიან სხვადასხვა საკითხებს და რეგიონის განვითარებაში მიიღებენ მონაწილეობას" -აღნიშნა ინტერვიუში ზურაბ პატარაძემ.
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)