|
2016-11-26 21:13:50, 684 ნახვა
პოლიტიკა
მელია დოლიძეს: ამიერიდან, ის 5 ახალგაზრდა მარტო ივანიშვილის კი არა, თქვენი პოლიტიკური პატიმრებიც არიან
მე მაპატიეთ ბატონო ვიქტორ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, ამიერიდან მარტო ივანიშვილის პოლიტიკური პატიმრები კი არ გახლავთ ის 5 ახალგაზრდა, თქვენი პოლიტიკური პატიმრებიც არიან, - ამ სიტყვებით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნიკა მელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ვიქტორ დოლიძეს. როგორც მელიამ აღნიშნა, ვიქტორ დოლიძემ უღალატა ყოველგვარ ფასეულობებს, ყოველგვარ პრინციპებს, რაც შეიძლება არა თუ პოლიტიკოსს, უბრალოდ ქართველ ადამიანს ჰქონოდა. "არ მინდოდა ნამდვილად თქვენი ხსენება, ვინაიდან, თავში როდესაც ვალაგებდი კონსტრუქციას, თუ რა უნდა მეთქვა, რაზე უნდა მესაუბრა, ნამდვილად არ მინდოდა თქვენზე საუბარი, ვინაიდან მაქვს რაღაც სუბიექტური მიდგომები თქვენ მიმართ. მე და თქვენი ძმა თანაკლასელები ვიყავით, და გავურბოდი ამ საკითხს, თქვენზე საუბარს, მაგრამ ბატონო ვიქტორ მე ზნეობრივ კომპრომისზე ვერ წავიდოდი ნამდვილად, მე არ მექნებოდა უფლება გამეკრიტიკებია ნებისმიერ თქვენი კოლეგა, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად გასაკრიტიკებელი ბრძანდებით თქვენ და იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენ უღალატეთ ყოველგვარ ფასეულობებს, ყოველგვარ პრინციპებს, რაც შეიძლება უბრალოდ ქართველ ადამიანს ჰქონდეს, არათუ პოლიტიკოსს. თქვენ უღალატეთ თქვენს მეგობრებს, თქვენს თანაგუნდელებს და თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც თვეების განმავლოაბაში, სანამ ოპოზიციაში იყავით, აი ამ მთავრობის შემადგენლობას ეძახდით იმ გუნდის წარმომადგენლებს, რომლებმაც დაგიჭირეს 5 მეგობარი და დღეს, ვიდრე მე ვსაუბრობ და ვიდრე თქვენ ახლა მისმენთ, მაღალი ალბათობით, ის 5 ახალგაზრდა დაკავებული ციხის საკნებიდან გვისმენენ და გვიყურებენ. მე მაპატიეთ ბ-ნ ვიქტორ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, ამიერიდან ივანიშვილის პოლიტიკური პატიმრები კიარ გახლავთ მარტო ის 5 ახალგაზრდა, დიახ თქვენი პოლიტიკური პატიმრებიც არიან", - აღნიშნა მელიამ.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)