|
2016-11-26 15:34:45, 696 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: საქართველო ვიზალიბერალიზაციას მალე მიიღებს
5 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭოში წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა, საქართველოსთან დაკავშირებით მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ დღებანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიღებულია და ის მას შემდეგ ამოქმედდება, რაც შეჩერების მექანიზმი განახლდება. მინისტრობის კანდიდატმა ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებიტ პარლამენტის დეპუტატებს სტატისტიკა წარუდგინა, რომლის თანახმადაც საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებიტ ლიდერობს. "პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, პირველი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა 2010 წელს უკრაინამ მიიღო. შემდეგი ქვეყანა, იყო მოლდოვა, რომელმაც გეგმა 2011 წელს მიიღო. სამწუხაროდ საქართველომ გეგმა, მხოლოდ 2013 წელს 25 თებერვალს მიიღო. ჩვენ ვიცით, რომ 2013 წლიდან უკრაინის კრიზისი დაიწყო. შემდეგ 2015 წელს უკვე 1 მილიონი მიგრანტი შევიდა ევროპაში და ასევე, 2015 წელს გერმანიაში უპრეცენდენტო რაოდენობის თავშესაფრის მოთხოვნა დაფიქსირდა. სწორედ ამ მოვლენებმა გააჩინა მოთხოვნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ასევე წინა პრაქტიკამ, რომ შემუშავებულიყო და განახლებულიყო შეჩერების მექანიზმი, რომელზეც ევროკავშირმა 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო მუშაობა. ჩვენ ვაწარმოეთ ძალიან აქტიური პოლიტიკა ორმხრივი ურთიერთობების წევრ ქვეყნებთან. დეკემბერში ბ-ნმა გიორგი კვირიკაშვილმა განახორციელა ევროკავშირში და იქ ჩატარებული შეხვედრების შედეგად მიუხედავად კრიზისული მდგომარეობისა, გადაწყდა, რომ საქართველოსთვის კომისიას მიეცა პოზიტიური გადაწყვეტილება", - განაცხადა ჯანელიძემ. მისივე ინფორმაციით, საქართველო ყოველდღიურ მუშაობის რეჟიმში იმყოფება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან " უნდა აღნიშნოს ჩვენი მუშაობა, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ასევე ჩართულია შს სამინისტრო, რათა დარწმუნებული იყვნენ ჩვენი პარტნიორები, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია არ გაართულებს ევროკავშირში ისედაც რთულ მიგრაციულ პროცესებს. შეჩერების მექანიზმი ასევე ძალიან აქტიურად გადის მოლაპარაკების პროცესს. გარკვეული დეტალები დარჩა შესათანხმებელი ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს შორის. ჩვენი ინფორმაციით ეს გადაწყვეტილებაც ძალიან მალე იქნება მიღებული. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 14 ნოემბრის გადაწყვეტილებაში, სადაც ერთხმად ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა მოუწოდებს დროული გადაწყვეტილებისკენ", - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. ჯანელიძეს თქმით, მიმდინარე კვირას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლეგებთან ჰქონდა შომუნიკაცია.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)