|
2016-11-26 13:14:49, 841 ნახვა
პოლიტიკა
ფოფხაძე: ვერ ვიხსენებ პატიმარს, რომელსაც სააკაშვილსა და ადეიშვილზე მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე
ვერ ვიხსენებ პატიმარს, რომელსაც უფრო მეტი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს ან სხვა პიროვნებებს, რომლებიც დღეს ისევ აგრძელებენ თავის დანაშაულებრივ საქმიანობას ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. ფოფხაძეს თქმით, მთავრობამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას და ყველა ქმედითი ღონისძიება უნდა გამოიყენოს შედეგის მისაღწევად. „მივესალმები მთავრობის პოზიციას დიალოგისა და პოზიტიურ რეჟიმში მუშაობის კუთხით, თუმცა არის ერთი საკითხი, რომელიც მე მინდა დავსვა კითხვის სახით, თუმცა არა ნიშნის მოგებით მაგრამ მგონია, რომ ეს პრინციპული საკითხია, რაზეც მთავრობამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას და ყველა ქმედითი ღონისძიება უნდა გამოიყენოს შედეგის მისაღწევად. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, მაგრამ სახელმწიფომ დღემდე ვერ მოახერხა ამ ადამიანების მიმართ იმ სათანადო ღონისძიებების რეალიზაცია, რაც უნდა გაკეთებულიყო, მე ოთხი წლის მანძილზე ხშირად დავდიოდი საპატიმრო დაწესებულებებში ბევრ პატიმართან მქონია შეხვედრა, მაგრამ ვერ ვიხსენებ პატიმარს, რომელსაც უფრო მეტი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს ან სხვა პიროვნებებს, რომლებიც დღეს ისევ აგრძელებენ თავის დანაშაულებრივ საქმიანობას თავის ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე. მე გთხოვთ, რომ ამ საკითხის წამოჭრა კიდევ მოხდეს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, დაუსჯელობის განცდა საზოგადოებაში არის ყველაზე უფრო ცუდი მოკავშირე ქვეყნის განვითარებაში და ეს დაუსჯელობის გაცდა ერთადამიანს უჩენს სურვილს, კიდევ ჩაიდინოს დანაშაული, ხოლო საზოგადოებას უჩენს სამართლებრივ ნიჰილიზმს. „ვფიქრობ, რომ მთავრობამ უნდა გვითხრას, რა კეთდება, რა შეიძლება გაკეთდეს და რა ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და ჩვენი ქვეყნის წინაშე ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, ყველა წარდგეს სათანადო მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა ფოფხაძემ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)