|
2016-11-26 12:59:53, 726 ნახვა
პოლიტიკა
ავღანეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის ხელშეწყობისათვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, აშხაბადში გაეროს კონფერენციაზე ვიზიტის ფარგლებში ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამმად აშრაფ ღანისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიმართულებებით ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს; ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი რანგის ორმხრივი ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა. საუბარი სატრანსპორტო თანამშრომლობის თვალსაზრისით "Lapis Lazuli"-ის პროექტის მნიშვნელობას შეეხო, რომელიც ავღანური მხარის ინიციატივით, ავღანეთიდან დასავლეთში სატრანსპორტო, სატრანზიტო და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. გიორგი მარგველაშვილმა მოჰამმად აშრაფ ღანის პროექტის ფარგლებში თურქმენეთსა და ავღანეთს შორის სარკინიგზო მონაკვეთის ოფიციალურად გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ "Lapis Lazuli"-ის პროექტი ხელს შეუწობს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას. შეხვედრისას ავღანეთის პრეზიდენტმა რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი დააფიქსირა და ავღანეთის საჯარო მოხელეების საქართველოს შესაბამის უწყებებში გადამზადების შესაძლებლობებზე გააკეთა აქცენტი. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული მხარის გამოცდილებას და ავღანეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებისა და ეკონომიკის, ასევე უსაფრთხოების სფეროში არსებული პრაქტიკის გაზიარების თხოვნით მიმართა. კონკრეტულად, საუბარი შეეხო პოლიციის რეფორმას, რომელიც პრეზიდენტ მოჰამმად აშრაფ ღანის განცხადებით, ავღანეთის სტაბილურობისათვის ერთერთ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს", - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა. საქართველოს პირველმა პირმა პრეზიდენტ აშრაფ ღანის, საქართველოს ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების გამოცდილების გაზიარების გზით, ავღანეთში დემოკრატიზაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების მიმდინარე პროცესში დახმარება აღუთქვა. თავის მხრივ, ავღანეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს ავღანეთის დემოკრატიის განვითარებაში გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და ავღანეთში სახელმწიფო ვიზიტით მიიწვია.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას ავღანეთში, რომელსაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის თქმით, უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ მიმართული ასეთი სასტიკი და არაადამიანური ქმედებები, წარმოადგენს ძალიან მძიმე ხასიათის დანაშაულს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად უნდა დაგმოს. საუბარი შეეხო საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ავღანეთში NATO-ს სამშვიდობო მისიებში. აღინიშნა, რომ საქართველო მზადაა გაუზიაროს ავღანეთის მხარეს როგორც ეროვნული საგანმანათლებლო და საწვრთნელი შესაძლებლობები, ისე თავდაცვის სისტემის გარდაქმნისა და ინსტიტუციური ჩამოყალიბების მიმართულებით არსებული გამოცდილება. თავის მხრივ, მოჰამმად აშრაფ ღანიმ ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" საქართველოს მონაწილეობისა და ავღანეთში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის ხელშეწყობისათვის. საქართველოს პირველმა პირმა, ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით გადადგმულ კონსტრუქციულ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რომელსაც აღნიშნულ ეტაპზე, სამწუხაროდ, შედეგი არ მოჰყოლია და რუსეთთან პოლიტიკური საკითხების მოგვარებაზე გავლენა არ მოუხდენია. გიორგი მარგველაშვილმა ავღანელ კოლეგას კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარება გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის, ისე მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)