|
2016-11-25 17:20:24, 897 ნახვა
საზოგადოება
ვალერი კვარაცხელიამ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გახსნა
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ გახსნა. მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო სერვისების შესახებ ისაუბრა და ყურადღება პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა, თამარ ბარკალაიამ ფონდის წლიური ანგარიში წარმოადგინა. უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება ძალადობის აღკვეთის მიმართულებით საზოგადოების ჩართულობის როლზე გაამახვილა. „25 ნოემბერი არის ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე, ასევე იწყება 16 დღიანი კამპანია, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას გაუსვამს ხაზს. სახელმწიფო ფონდის ბაზაზე, 16 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ქალაქში ქუჩის აქციები გაიმართება, სადაც ხალხს მიეწოდება ინფორმაცია ცხელი ხაზის - 116 006-ის შესახებ, იმ სახელმწიფო სერვისების შესახებ, რომელიც ძალადობის მსხვერპლს მიეწოდება“, - აღნიშნა თამარ ბარკალაიამ. საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებმა ოჯახში ძალადობის კუთხით საერთაშორისო განვითარების პარტნიორების დახმარებაზე, სოციალური მუშაობის საკითხებზე, მისი წარმოშობის მიზეზებსა და სოციალურ შედეგებზე იმსჯელეს. შეხვედრის დასკვნით ნაწილში, სახელმწიფო ფონდის განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შექმნილი სოციალური ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა. მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბანერზე ნარინჯისფერი ანაბეჭდი დატოვეს. შეხვედრა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართა. ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია დღეს დაიწყო და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. თქვი არა, არა ძალადობას! - ქალთა მიმართ ძალადობის თემების აქტუალიზაციასა და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
(NS)
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)