|
2016-11-25 16:16:37, 772 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: კახი კალაძეს სრულიად არაობიექტურად დებთ ბრალს კორცხელის ინციდენტზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2016 წლის წინასაარჩევნო გარემო იდეალური არ იყო. თუმცა, მისივე განმარტებით, წინასაარჩევნო გარემო უპირველს ყოვლისა, წარსულთან შედარებით ფასდება. კვირიკაშვილის თქმით, 2012 წლის შემდეგ, წინასაარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: „პასუხისმგებელი ვარ იმ კაბინეტზე, რომელიცაა წარმოდგენილი და ყველა საკადრო გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღება დღეს მინისტრთა კაბინეტის ფარგლებში და იმ საკადრო გადაწყვეტილებებზეც, სადაც ვრცელდება ჩემი კომპეტენცია.რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, რა თქმა უნდა, ის არ იყო იდეალური. მაგრამ წინასაარჩევნო გარემო ფასდება წარსულთან მიმართებაში და ის იყო მნიშვნელოვნად უკეთესი, ვიდრე 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში.თქვენ გადაგყავთ ამ რაკურსში თქვენი საუბარი და ძალიან მიკვირს თქვენი შემართება, როდესაც ამ კითხვას სვამთ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნიკა მელიას საპასუხოდ. მისივე განცხადებით, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ნებისმიერი ინციდენტი აღმაშფოთებელია. „რა თქმა უნდა, ჩემთვის იყო აღმაშფოთებლი ის, რაც ჯიხაშკარში მოხდა, ჯიხაშკარის ინციდენტთან დაკავშირებით 1 ადამიანი არის პატიმრობაში. რაც შეეხება მარნეულის ინციდენტს, ვერანაირად ვერ შევადარებ ამ ინციდენტს და სხვას, რადგან სამართალდამცავების წინააღმდეგ ძალადობა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ძალიან მწვავედ ფასდება. მოვინახულე ის პოლიციელი, რომელსაც ღია მოტეხილობა ჰქონდა ქვედა ყბის ძვალზე, რომელსაც უზარმაზარი ლოდი ჩაარტყეს სახეში და თქვენ თუ ადარებთ ამ დანაშაულს,რომელიც მოხდა ჯიხაშკარში, ეს არის ჩვენი მსმენელის შეცდომაში შეყვანა. ყველა ძალადობა ჩემთვის აღმაშფოთებული იყო, მათ შორის კორცხელის მიმართულებით და სრულიად არაობიექტურად დებთ ბრალს ჩემს გვერდით მჯდომ კახა კალაძეს, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია ამ ინციდენტთან. ეს იყო იმ კულტურის ინერცია, რომელიც წინა მთელ პერიოდში იყო ჩვენს ქვეყანაში. პირადად მე და მთელმა ჩემმა გუნდმა ძალიან დიდი ძალსიხმევა გავწიეთ, რომ ეს კულტურა შეგვეცვალა არჩევნებზე. ნაწილობრივ ეს გამოგვივიდა, ნაწილობრივ არ გამომგვივიდა და ამას ვაღიარებთ, სხვათაშორის, თქვენგან განსხვავებით“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ამასთან, კვირიკაშვილმა დასძინა, რომ მისი პირადი აზრით, მსგავსი ინციდენტების გამო ადამიანები ციხეში არ უნდა ხვდებოდნენ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)