|
2016-11-25 12:54:27, 1097 ნახვა
საზოგადოება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ამჯერად Gmail-ის მომხმარებლებს აფრთხილებს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ამჯერად Gmail-ის მომხმარებლებს აფრთხილებს. როგორც ინსპექტორის განცხადებაშია აღნიშნული, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ Google-ს მომხმარებლებმა შეტყობინება მიიღეს. კომპანიის ინფორმაციით, მათი Gmail-ის ანგარიშების გატეხვას შესაძლოა, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი თავდამსხმელები ცდილობდნენ. იმ პირებს შორის, რომლებსაც შეტყობინებები დაეგზავნათ, ჟურნალისტები, დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები არიან. როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, თუ ჰაკერებმა წარმატებას მიაღწიეს, შესაძლებელია მოიპოვონ წვდომა მომხმარებლების მონაცემებზე და ანგარიშებზე. „Google-ს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის მთავრობა დგას შესაძლო შეტევის უკან, არც ის უთქვამს, თუ რატომ გაუჩნდა კომპანიას ასეთი ეჭვი. სამაგიეროდ დაასახელა საფრთხეები, რომლებიც შეტევის წარმატების შემთხვევაში შეიძლება ანგარიშებს დაემუქროს - Google წერს, რომ „ჩვენ ვერ გავამხელთ, კონკრეტულად რამ შეგვაშფოთა, რადგან ჰაკერები ტაქტიკას შეცვლიან, თუმცა თუ წარმატებას მიაღწიეს, შესაძლებელია მოიპოვონ წვდომა თქვენს მონაცემებზე, ან თქვენი ანგარიში სხვა ქმედებებისთვის გამოიყენონ“. Google-ის ცნობით, ასეთი რამ Gmail-ის მომხმარებელთა მხოლოდ 0,1 პროცენტს ემართება. იმისთვის, რომ მათ რიცხვში არ აღმოჩნდეთ, კომპანია გთავაზობთ, ჩართოთ ორმაგი ვერიფიკაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ანგარიშზე შესასვლელად მხოლოდ პაროლი საკმარისი აღარ იქნება. ტელეფონზე მოგივათ კოდი, რომელიც შესაბამის ველში უნდა შეიყვანოთ. ანგარიში ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ ორივე ნაბიჯის გავლის შემდეგ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, გაითვალისწინოთ Google-ის რეკომენდაცია და თუ გამაფრთხილებელი მეილი მიიღეთ, ისარგებლოთ ორმაგი ვერიფიკაციით. ამისთვის შეგიძლიათ მიჰყვეთ - ბმულს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა შეცვალოთ Google-ის ანგარიშის პაროლი. თუ იგივე პაროლს იყენებდით სხვა ანგარიშებისთვისაც, გამოცვალეთ ისინიც“, - ნათქვამია პეროსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ პეროსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა გაფართხილებელი ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ Facebook-ის მომხარებელებისთვისაც გაავრცელა.
ურალში პუტინისთვის ბირთვული ომის შემთხვევაში „განკითხვის დღის ბუნკერი“ აშენდა
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)