|
2016-11-23 19:30:13, 753 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორიამ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფ ქართველ სამხედროებს გიორგობა მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილე ქართველ სამხედროებს გიორგობა მიულოცა. ლევან იზორია ბაგრამში, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში მყოფ ჯარისკაცებს თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე ოპერაციების ცენტრიდან ტელეხიდით ჩაერთო, ერთგული და საამაყო სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. "გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს, წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი! ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას თქვენ ასრულებთ დღეს და მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გითხრათ თავდაცვის სამინისტროს, მთავრობის, სრულიად საქართველოს სახელით. ჩემი ემოციაც მინდა გაგიზიაროთ, რომ ვამაყობ თქვენით! არ არსებობს არც ერთი შეხვედრა და საჯარო გამოსვლა, რომელზეც თქვენს ღვაწლს არ აღვნიშნავდე. ერთადერთი დიდი სურვილი რაც გვაქვს, ის არის, რომ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ ჩამობრძანდეთ, თქვენნაირი ვაჟკაცები ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში, სამშობლოში სჭირდება",- მიმართა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სამხედრო მოსამსახურეებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)