|
2016-11-22 23:52:03, 686 ნახვა
საზოგადოება
მშვენიერაძე: კოლეგიამ, როდესაც საქმე გადაულოცა დიდ პალატას, მოიხსნა პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტვირთი
კოლეგიამ, როდესაც საქმე გადაულოცა დიდ პალატას, მოიხსნა პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტვირთი, - ასე აფასებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე უზენაესი სასამართოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის საქმეზე. გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ ეს დავა მხოლოდ იმიტომ არის, რომ რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლებისთვის მიუღებელია. "რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა 2012 წლის არჩევნების შემდგომ რომ ყოფილიყო ისეთივე, როგორიცა არის იმედის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა ქიბარ ხალვაშის სახელით წარმოებული დავა არ იარსებებდა. ეს დავა მხოლოდ იმიტომ არის, რომ რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი," - განაცხადა მშვენიერაძემ გადაცემა "არჩევანში". მან აქვე დასძინა, რომ დიდი პალატის მოსამართლეებს რუსთავი2-ის საქმის განხილვისას "მარტივი ტესტის ჩაბარება მოუწევთ".
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)