17:37 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 17:18:28, 801 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ქალაქში მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო

ბათუმში მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბაქოს ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ჭავჭავაძის ქუჩიდან შავშეთის ქუჩამდე მონაკვეთში დაზიანებული ასფალტის საფარი აიყარა და ახალი ორფენიანი საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე ბორდიურების გამოცვლა მიმდინარეობს. ტროტუარზე იგება ახალი დეკორატიული ფილები. მოეწყობა პანდუსები და უსინათლოთა ბილიკები.

აღნიშნულ მონაკვეთში დასრულებულია მიწისქვეშა სამუშაოები: უკვე შეცვლილია წყლის, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები. ტერიტორიის სრული კეთილმოწყობა დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტის ღირებულება 903 ათას 820 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბონდი 2009" ასრულებს.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics