|
2016-11-21 17:24:52, 1493 ნახვა
სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში ბრალდებულ ხუციშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ გელა ხუციშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 5 აგვისტოს, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გელა ხუციშვილმა თანასოფლელ თინათინ ხოდაშნელიშვილთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით განიზრახა მისი მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გელა ხუციშვილი მივიდა თინათინ ხოდაშნელიშვილთან სახლში და ბლაგვი საგნის მრავალჯერადი დარტყმებით მიაყენა სხეულის დაზიანებები, შემდეგ გაგუდა და გვამი ეზოში მდებარე მარანში არსებულ ქვევრში დამალა. გვამის გადამალვის შემდეგ, გელა ხუციშვილი თინათინ ხოდაშნელიშვილის სახლში დაბრუნდა, მსხვერპლის საწოლს ცეცხლი წაუკიდა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თინათინ ხოდაშნელიშვილის კუთვნილ „Hmobile X3" მოდელის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. "თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გელა ხუციშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 5 აგვისტოს, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გელა ხუციშვილმა თანასოფლელ თინათინ ხოდაშნელიშვილთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით განიზრახა მისი მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გელა ხუციშვილი მივიდა თინათინ ხოდაშნელიშვილთან სახლში და ბლაგვი საგნის მრავალჯერადი დარტყმებით მიაყენა სხეულის დაზიანებები, შემდეგ გაგუდა და გვამი ეზოში მდებარე მარანში არსებულ ქვევრში დამალა. გვამის გადამალვის შემდეგ, გელა ხუციშვილი თინათინ ხოდაშნელიშვილის სახლში დაბრუნდა, მსხვერპლის საწოლს ცეცხლი წაუკიდა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თინათინ ხოდაშნელიშვილის კუთვნილ „Hmobile X3" მოდელის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გელა ხუციშვილი 10 აგვისტოს სოფელ შაქრიანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდობა) წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ გელა ხუციშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით", - წერია განცხადებაში.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)