|
2016-11-18 12:32:51, 670 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე: „ქართული ოცნება“ პრობლემებზე იმ სიმწვავით და მასშტაბით არ ისაუბრებს როგორც „ნაციონალური მოძრაობა“
„რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება მთავარ ოპოზიციურ ძალად, მოსახლეობის ერთი მესამედის მხარდაჭერა გვაქვს, უფრო მეტიც. ჩვენ ვიქნებით წარმომადგენელი არამარტო ნახევარი მილიონი ამომრჩევლის ვინც მხარი დაგვიჭირა, არამედ დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგი კაპანაძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყების წინ განაცხადა. კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნება“ დიდი გამოწვევის წინაშე იქნება. “ქართულ ოცნებას“ მოუწევს ერთის მხრივ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთების შესრულება, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერისგან, რომელიც მას გააჩნია და მეორეს მხრივ ხალხის ინტერესებზე ზრუნვა, ამიტომ მე მგონია, რომ ისინი არ ისაუბრებენ იმ პრობლემებზე იმ სიმწვავით და იმ მასშტაბით, როგორც ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს გავაკეთოთ. მგონია, რომ ჩვენი გუნდი არის ძალიან კვალიფიციური. ჩვენ გვექნება კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები, არ ვაპირებთ მარტო ოპონირებას და კრიტიკულ რეჟიმში ყოფნას, ჩვენ გექნება კონკრეტული იდეების, რომლის განხორციელებას შევეცდებით“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)