|
2016-11-17 14:46:13, 728 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: მეამაყება, რომ ჩვენი მთავრობისთვის უმთავრესი ფასეულობა ყოველთვის ადამიანი იყო
რაც ყველაზე მეტად მეამაყება, არის ის, რომ ჩვენი მთავრობისთვის უმთავრესი და უმაღლესი ფასეულობა ყოველთვის იყო ადამიანი და სწორედ ადამიანისკენ იყო მიმართული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ერთად გადავდგით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ადამიანებისკენ იყო მიმართული ჯანდაცვის რეფორმა, რომელმაც საშუალება მისცა ასი ათასობით თანამემამულეს, ემკურნალა უფასოდ. „დღეს ჩვენ გვყავს გაჯანმრთელებული მოსახლეობა, რაც არის უდაოდ ძალიან დიდი მიღწევა. პრემიერის განცხადებით, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგების მიხედვით, საქართველოს აქვს წინსვლა, იქნება ეს დემოკრატიის მაჩვენებელი, თუ იქნება ეკონომიკის განვითარების მაჩვენებელი. „ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ხელმოწერილი იქნა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც სრულიად ახალ პერსპექტივას უხსნის საქართველოს და კერძო სექტორს საქართველოში. ასევე ჩვენ გავხსენით მნიშვნელოვანი სავაჭრო კავშირები აღმოსავლეთთან, რაც ასევე უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში მოქმედი შემადგენლობით ბოლო სხდომა მიმდინარეობს.
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)