|
2016-11-17 14:44:56, 708 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრების სახელით, ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის
მოქმედი მთავრობა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე დღეს ბოლო სხდომას მართავს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დაწყებისას გასული 4 წელი შეაჯამა. მან განსაკუთრებული მადლობა ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა. კვირიკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში თვისობრივი ცვლილებების განხორციელებაში უდიდესი წვლილი შეიტანა: „ვაკეთეთ საქმე, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, ამისთვის მინდა ყველა თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი გუნდიდან პირველი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის წვლილი იმ გარდატეხაში, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში, ეს იყო თვისობრივი ცვლილება საქართველოში, პოლიტიკის, ქვეყნის მართვის და ნამდვილად მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა თვენგანის სახელით, ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს ირაკლი ღარიბაშვილს და ყველას, ვინც ჩვენს კაბინეტში, ჩვენთან ერთად აკეთებდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს. რაც ყველაზე მეტად მეამაყება არის ის, რომ ჩვენი მთვრობისთვის ფასეული ყოველთვის იყო ადამიანი, და სწორედ ადამიანისკენ იყო მიმართული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ერთად გადავდგით, აქეთკენ იყო მიმართული ჯანდაცვის ძირეული რეფორმა, რომელმაც საშუალება მისცა ასიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს ემკურნალა უფასოდ და დღეს ჩვენ გვყავს გამოჯანმრთელებული მოსახლეობა, რაც უდავოდ ძალიან დიდი მიღწევაა. ასევე იყო დიდი მიღწევა, რომ ჩვენ დიდი ყურადღება დავუთმეთ სოციალურად დაუცველებს, დევნილებს და უბრალო ადამიანის გასაჭირი ყოველთვის მიგვქონდა გულთან. ასევე დიდი მიღწევაა ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არავის აღარ ეშინია თავისუფალი აზრის გამოთქმა, არის თავისუფალი არჩევანის უფლება, მნიშველოვანი პროგრესი განიცადა სასამართლო ხელისუფლებამ, მედია თავისუფალია და ყველაფერი ეს ერთდროულად მართლაც ძალიან დიდი პროგრესია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა და აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგების მიხედვით საქართველოს აქვს წინსვლა. იქნება ეს დემოკრატიის განვითრების მაჩვენებლი, თუ ეკონომიკის განვითრების მაჩვენებელი. ასევე ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ხელმოწერილი იქნა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც სრულიად ახალ პერპსექტივას უხსნის საქართველოს და კერძო სექტორს საქართველოში, ასევე ჩვენ გავხსენით მნიშვნელოვანი სავაჭრო კავშირები აღმოსავლეთთან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ამ 4 წლის განმავლობაში იყო არაერთი სერიოზული გამოწვევა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. და ყოვლეთვის ჩვენ ერთად ვუმკლავდებოდით ასეთ გამოწვევებს, რაც უდაოდ საამაყოა და მე როგორც ამ ქვეყნის პრემიერმინისტრს მეამაყება, ჩემი გუნიდს თითოეულ წევრთან ერთად, განვლილი თითოეული დღე ამ 4 წლის განმავლობაში. ასევე მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ერთად ჩავუყარეთ საფუძელი 4 პუნქტიან გეგმას, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარღვევის, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების, ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზების, სივრცითი მოწყობის განვითარებისა და მმართველობითი სისტემის კიდევ უფრო დახვეწის და შეცვლის, რაც უდავოდ იქნება თითოეული მოქალაქის უფრო მეტი კეთილდღეობა”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)