|
2016-11-17 14:17:03, 674 ნახვა
პოლიტიკა
მოქმედი მთავრობა ბოლო სხდომას მართავს
მოქმედი მთავრობა დღეს ბოლო სხდომას მართავს. მინისტრთა კაბინეტი 17 საკითხს განიხილავს. მათ შორისაა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების საკითხი. მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომა ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება. ახლადრჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ძველ მთავრობას, ახლის არჩევამდე, დროებით მოვალეობის შესრულებას დააკისრებს. ამის შემდეგ პარლამენტში ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები დაიწყება. რაც შეეხება, მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანო პირველივე სხდომაზე, ანუ ხვალ თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით აირჩევს. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში აქვს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურა მხოლოდ მმართველმა გუნდმა წარადგინა. "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძეა. მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახსნის. ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია პარლამენტის პირველ სხდომას დაესწროს. პირველ სხდომაზე ასევე შეიძლება მიწვეულ იყვნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ქვეყნის სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. თუმცა,ხვალინდელ სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არ დაეწრება. უწმინდესი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში, მოსკოვის პატრიარქ კირილეს იუბილეზე დასასწრებად მიემგზავრება.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)