|
2016-11-17 13:54:16, 704 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა, - ამის შესახებ ვარშალომიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვარშალომიძემ მხარდამჭერებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ გუნდის განახლებას მთელ ძალისხმევას მოახმარს. „მე არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, არც როგორც ლიდერი და არც როგორც დეპუტატი. ეს მომცემს საშუალებას უფრო აქტიურად შევხვდე ხალხს და ვიმუშავო იმ პროექტებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ხალხისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ მე მივდივარ პოლიტიკიდან, ან ვტოვებ ჩემს მხარდამჭერებს. ეს ნიშნავს, რომ მთელი ჩემი ძალისხმევა მოხდეს გუნდის განახლებაზე" - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ. ამასთან, ვარშალომიძემ საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. „ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს ამომრჩეველს, რომ ვერ დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნები და გაფრთხილება, რომ არჩევნები გაყალბდებოდა და მე ვერ დავიცავი მათი ხმა", - განაცხადა ვარშალომიძემ.
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)