|
2016-11-16 14:58:59, 785 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია: სააკაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა პარტიის მომავალმა გამოიწვია
"მიხეილ სააკაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა გამოწვია პარტიის მომავალმა, თუ რა გზით უნდა წავსულიყავით - საპარლამენტო, თუ ქუჩის, რევოლუზციის გზით", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ხოშტარიას თქმით, ქვეყნის ინტერესში ქუჩის და რევოლუციის გზით წასვლა არ არის. "არჩევნებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისკენ ხელი არავის გაუშვერია. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იმან, თუ რა გზით უნდა წასულიყო ჩვენი პარტია საპარლამენტო, თუ ქუჩის და რევოლუციის გზით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ჩვენი ამომრჩევლის და ქვეყნის ინტერესშია, არჩევნების გზით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს იყო განსხვავება და აზრთა სხვადასხვაობა, რაზეც ვკამათობთ პარტიაში და არა ვინმესკენ თითის გაშვერა”, - განაცხადა ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)