|
2016-11-16 13:38:29, 803 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე: სააკაშვილი ცდილობს, პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეინარჩუნოს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, შეინარჩუნოს პარტია "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ “გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობაში“ რთული პროცესები და დაპირისპირებებია. „ზოგადად მიხეილ სააკაშვილის საჯარო განცხადებები იყო ასეთი, რომ ადამიანი, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია და არ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის რუსეთის აგენტი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც წავა „ნაციონალური მოძრაობიდან“, არის ვიღაცის მიერ ნაყიდი. ამ შემთხვევაში რუსებისგან ან ივანიშვილისგან ნაყიდი. ეს მესიჯები სინამდვილეში ჩვენთვის არ არის გათვლილი, ეს გათვლილია „ნაციონალური მოძრაობის“, სააკაშვილის მომხრეებისთვის, რათა ისინი დაარწმუნონ, რომ “ნაციონალური მოძრაობა" არის ისეთი კარგი პარტია, საიდანაც შეუძლებელია, წესიერი ადამიანი წავიდეს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)