|
2016-11-16 13:29:03, 663 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხები, ასევე მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები, რა დროსაც გენერალურმა მდივანმა დადებითი შეფასება მისცა ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და ქართულ მხარეს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ასევე დაადასტურა, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად იქნება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში და გაგრძელდება საქართველოში კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენა. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე და მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ევროპის საბჭოს ძალისხმევისათვის განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)