|
2016-11-16 10:16:49, 805 ნახვა
პოლიტიკა
გიგი გიგიაძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მერვე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე მონაწილეობას მიიღებს მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ქ. ერევანში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის"არაფორმალური დიალოგის მერვე შეხვედრაში. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, პარტნიორი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, ევროკავშირის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან კრისტოფ ბელიარდი. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდება„ აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტზე განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობაზე და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)