|
2016-11-15 19:19:41, 757 ნახვა
პოლიტიკა
რატიანი: გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ უმცირესობა და მისი ლიდერი იქნება დავით ბაქრაძე
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" საპარლამენტო თანამდებობებზე გადაწყვეტილებები მიიღეს. როგორც პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, უკვე გადაწყვეტილია ძირითადი ფრაქციის თავმჯდომარის ვინაობაც. მათი ინფორმაციით, უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება, ვიცე-სპიკერი კი - სერგი კაპანაძე. „გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ უმცირესობა და მისი ლიდერი იქნება დავით ბაქრაძე. ვიცე-სპიკერის პოსტზე - სერგი კაპანაძე და ასევე ძირითად ფრაქციას ვქმნით, რომელსაც უხელმძღვანელებს ნიკა მელია,“ - განაცხადა სერგო რატიანმა. ენმ-ში გრძელდება მსჯელობა ფრაქციების რაოდენობასთან დაკავშირებით. არსებულ ვითარებაში ენმ-ს სამი ფრაქციის შექმნის საშუალება აქვს, თუმცა გადაწყვეტილება, თუ რამდენი ფრაქცია ეყოლებათ, ამ ეტაპზე მიღებული არ არის. ასევე, ჯერ არ არის შეჯერებული პოზიციები, ვინ რომელ კომიტეტში დაიკავებს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)