13:03 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 17:36:55, 839 ნახვა

საზოგადოება
მოსწავლეები პროფესიულ სასწავლებლებსა და საჯარო სკოლაში სწავლებას ერთდროულად შეძლებენ

„პროფესიული სწავლების მიმართულებით გარკვეული სიახლეები იქნება, მოსწავლეებს  სკოლის პერიოდშივე შეეძლებათ ისწავლონ პროფესიულ სასწავლებელში და ატესტატი უპრობლემოდ აიღონ“,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული საკითხი იქნება ჩიხური სიტუაციების აღმოფხვრა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, უმაღლესი განათლებაც მიიღოს.

„მეცხრე კლასიდან, როგორც დღეს არის, მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს პროფესიული განათლება. ოღონდ დღევანდელ ვერსიაში სკოლის საგნების სწავლას მოზარდი წყვეტს და ამიტომ ატესტატს ვერ იღებს, რაც მერე უშლის ხელს. ჩვენ მივცემთ საშუალებას მოსწავლეს სკოლის პერიოდშივე, თუ უნდა პროფესიულშიც ისწავლოს და სკოლაც დაამთავროს ერთდროულად. ანუ მას შეუძლია ჰქონდეს სკოლის დამადასტურებელი სერთიფიკატიც და ექნება პროფესიული სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტიც. ამის შემდეგ, რადგან ატესტატიც ექნება, შეუძლია უმაღლეს პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა ან აკადემიურ უმაღლესში. კანონში ცვლილებების პაკეტში, რომელსაც ჩვენ შევიტანთ, და რომელიც დიდწილად უკვე მომზადებულია, იქნება სწორედ ჩიხური სიტუაციების აღმოფხვრა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, ან შემდეგ, უმაღლესი განათლების მიღებაც“,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics