17:01 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-26 16:41:10, 212 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ლაილაშში მეწყერი ჩამოწვა - დაზიანებულია 17 სახლი

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყერი ჩამოწვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, მოსახეობა ევაკუირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ექსპრესნიუსს" უთხრეს, რომ მეწყრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე რჩებიან მეხანძე-მაშველები, რომლებიც მოსახლეობას სახლებიდან ნივთების უსაფრთხოდ გამოტანაში ეხმარებიან.

"ინფო იმერეთმა" გაავრცელა ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს ერთ-ერთი სახლის მეწყრით დაფარული ნაწილი. გამოცემის ინფორმაციით, ოთხი დამეწყრილი სახლიდან სამი დაკეტილი იყო, ერთის მფლობელი კი შემთხვევისას შინ არ იმყოფებოდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით "ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას".

უწყების თანახმად, გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება, რათა დროულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა.

"სხვადასხვა წლებში სოფ. ლაილაშის ტერიტორიაზე სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ორგანიზაციები: „ახალის“ წარმომადგენლებისთვის კითხვის დასმის უფლების ჩამორთმევა დაარღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას
მეწარმეებს კილოგრამი ტანსაცმლის განბაჟების გაფორმება 3 ლარი დაუჯდებათ - დადგენილება
კობახიძეს მიაჩნია, რომ "დიპ სტეიტს" რუსეთშიც შეიძლება მოსყიდული ჰყავდეს საშუალო რგოლი
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რითაც ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოთხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics