16:55 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-26 16:37:40, 222 ნახვა

სამართალი
დავით ფეიქრიშვილი: მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით, რით განსხვავდება მისგან ვატო ყიფიანი?

ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულმა, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფმა დავით ფეიქრიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ციხეში ოთხი დღის განმავლობაში აწამებდნენ და პროკურატურას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების დაფარვაში მონაწილეობაში დაადანაშაულა.

მსჯავრდებულმა პარალელი მეგის ქარდავას საქმესთან გაავლო და იკითხა, რით განსხვავდებოდა მის მიმართ სავარაუდო წამებაში ბრალდებული ყიფიანის ქმედებები ქარდავას ქმედებებისგან:

"მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მეგის ქარდავასგან?", — იკითხა ფეიქრიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე ფეიქრიშვილმა პროკურორს ჰკითხა, რატომ მისცეს 19 ოქტომბერს ოჯახის წევრთან დარეკვის უფლება, მაშინ, როცა არც მას და არც მის ოჯახს პროკურატურისთვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავთ.

"პროკურორთან მაქვს შეკითხვა. ციხეში ჩემი წამება მოხდა 4 დღის განმავლობაში. რაღაც შედეგი დაიდო, მაგრამ კვალიფიკაციას არ ვეთანხმები. პროკურორმა 2 თვით ამიკრძალა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. პროკურორს მინდა ვკითხო, 19 ოქტომბერს, ჩემი წამების ერთ-ერთ დღეს, პროკურატურისთვის არ მიმიმართავს [დარეკვის თხოვნით] არც მე და არც ჩემს ოჯახს, არც მედიის მეშვეობით არ გაჟღერებულა ინფორმაცია. რის საფუძველზე მომეცით უფლება რომ დამერეკა ოჯახთან? თუ თქვენ არ გადაგიწყვიტათ, ვინ გადაწყვიტა?" — მიმართა მან პროკურორს.

პროკურორმა დავით დევიძემ უპასუხა, რომ გადაწყვეტილება ფეიქრიშვილის დედის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მიიღეს. ბრალდებულმა ეს განმარტება სიცრუედ შეაფასა.

"ჩემს ოჯახს არც მედიის საშუალებით არ გაუვრცელებია ინფორმაცია, მეორე დღეს მოხდა მედიის საშუალებით ინფორმაციის გაჟღერება. პროკურატურა იყო ჩართული ჩემი წამების და არაადამიანური მოპყრობის ჩაფარცხვაში", — განაცხადა ფეიქრიშვილმა.

მისი მტკიცებით, წამებაში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის ციხის დირექტორი, მონაწილეობდნენ, პროკურატურა კი მომხდარის შესახებ ინფორმირებული იყო და მის დაფარვას უწყობდა ხელს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რითაც ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოთხოვა
სოფელ ლაილაშში მეწყერი ჩამოწვა - დაზიანებულია 17 სახლი
დავით ფეიქრიშვილი: მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით, რით განსხვავდება მისგან ვატო ყიფიანი?
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics