|
2016-11-14 18:37:26, 686 ნახვა
პოლიტიკა
NDI: საპარლამენტო არჩევნები ღია პოლიტიკური გარემოთი და კონკურენტული საარჩევნო კამპანიით ხასიათდებოდა
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ( NDI) საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა ღია პოლიტიკური გარემოთი, კონკურენტული საარჩევნო კამპანიით, შედეგებით, რომელიც სანდო დამკვირვებლების მონაცემებს დაემთხვ და რამდენიმე ძირითადი პრობლემით, რომელზეც ყურადღების გამახვილებაა საჭირო. „საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ, დაეფუძნებინათ და გაერთიანებულიყვნენ პოლიტიკურ პარტიებში. პარტიებსა და კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში დაუსაბუთებელი შეზღუდვებისა და დისკრიმინაციის გარეშე. მათ აგრეთვე შეეძლოთ, ეწარმოებინათ კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით და თავისუფლად მიეტანათ მესიჯები საზოგადოებამდე, რასაც საქართველოში არსებული საკმაოდ აქტიური და პლურალისტური მედია გარემო უწყობდა ხელს. მოქალაქეებმა ხმა თავისუფალ გარემოში მისცეს. ყოველივე ზემოჩამოთვლილი მისასალმებელია“,-ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების დროს რამდენიმე ძირეული პრობლემაც გამოიკვეთა. „მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო: საარჩევნო პროცესის განმავლობაში მიმდინარე ძალადობისა და დაშინების შემთხვევები; საუბნო საარჩევნო კომისიის ზოგიერთი წევრის კვალიფიკაციის, ნეიტრალურობისა და კომპეტენციის საკითხი; და საჩივრების განხილვის მექანიზმების მიუკერძოებლობისა და თანმიმდევრობის მიმართ არსებული კითხვები. დამატებით, არჩევნებმა საარჩევნო კანონმდებლობასთან, პარტიების საარჩევნო კამპანიის სტრატეგიებთან, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებთან, კამპანიის დაფინანსებასა და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებასთან და ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების წარმომადგენლობის ნაკლებობასთან დაკავშირებული ხარვეზები გამოავლინა. ამ საკითხების მოგვარებისკენ გადადგმული ერთობლივი მცდელობები უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების სრულ ნდობას მომავალი არჩევნებისადმი. ახალი პარლამენტისა და მთავრობისთვის ისევე, როგორც 2 პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, პრიორიტეტი საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის გაღრმავება უნდა იყოს. როგორც ყველა დემოკრატიული არჩევნების შემდგომ, ახალი პარლამენტისთვის და ახალი მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია, გადაწყვეტილების მიღებისას მოსაზრებების ფართო სპექტრი გაითვალისწინოს და ყველა მოქალაქის ინტერესი წარმოადგინოს, მათ შორის მათი, ვინც უმრავლესობას ხმა არ მისცა. საპარლამენტო და არა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ხმებს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს და მათი უფლებები უნდა დაიცვას“,-ნათქვამია ანგარიშში.
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)