|
2016-11-14 15:56:42, 555 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები თბილისის კონსერვატორიაში ლექცია-კონცერტს დაესწრნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ არასრულწლოვანი ბენეფიციარები, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, საჯარო ლექცია-კონცერტს - „რენესანსი და ბაროკოს ეპოქები“ დაესწრნენ. ღონისძიება პროექტ - „ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომლის წამყვანი და დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი იყო. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სსიპ „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრთან“, რომელთანაც იუსტიციის სამინისტრომ თანამშრომლობის მემორანდუმი 2015 წელს გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში არასრულწლოვანი ბენეფიციარები პერიოდულად ესწრებიან მუსიკალურ ლექცია-კონცერტებს, სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციებს; ისმენენ მუსიკის ისტორიას; აკვირდებიან შემოქმედებით პროცესს. მოზარდები წარმატებულ მუსიკოსებსაც ეცნობიან და უშუალოდ მათგან იგებენ, როგორია გზა წარმატებისაკენ, რა სირთულეების გადალახვა უწევდათ პოპულარულ ადამიანებს ახალგაზრდულ ასაკში. თანამშრომლობის ფარგლებში, ძირითადი ყურადღება არასრულწლოვან გოგონებსა და ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ბავშვებს ეთმობათ. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს. ამ მიზნით, 2014 წლიდან, მედიაციის სახლი მუშაობს, რომელიც ახალგაზრდებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს.
(R)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)