|
2016-11-14 11:37:36, 669 ნახვა
პოლიტიკა
უწყებათაშორისმა კომისიამ რიგით მე-14 სხდომა გამართა
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მე-14 სხდომა გამართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. უწყებათაშორისი კომისია დღის ბოლომდე აგრძელებს პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებისა და წინადადებების მიღებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსში თვითმმართველობის არჩევნების კიდევ უფრო მაღალ დონზე ჩასატარებლად. საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წინადადებების მომზადება კომისიის მუშაობაში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს იუსტიციის მინისტრმა 28 ოქტომბრის სხდომაზე შესთავაზა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სპეცუბნების გაუქმების იდეა შუალედური არჩევნების შემდეგ სწორედ უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გაჩნდა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მისი დიდი სურვილია, „უწყებათაშორის კომისიაში პარტიებსა და არასამთავრობო სექტორთან ერთად იბადებოდეს იდეები საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ". დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს კიდევ ერთხელ მიმართა, წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული იმ ხარვეზების გასასწორებლად, რომლებიც კომისიის მიერ საკითხების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა და კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება, და შეახსენა მათ, რომ რეკომენდაციების წარდგენის ვადა დღეს იწურება. შეგახსენებთ, უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა. კომისია ორ კვირაში ერთხელ იკრიბებოდა, სექტემბრიდან კი სხდომები კვირაში ერთხელ ტარდება. უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები (შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)