10:57 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 22:41:28, 698 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე: მე ამას გავაკეთებ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე საუბრობს. გადაცემა "არჩევანში" პრეზიდენტი არსებულ საარჩევნო სისტემას აკრიტიკებს და "ქართულ ოცნებას" 2012 წელს გაცემულ პირობას ახსენებს, რომლის თანახმად, საარჩევნო სისტემა უნდა შეცვლილიყო.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის მუდმივად მოუწოდებდა მმართველ გუნდს, დაეწყო ამაზე მუშაობა. ამ მიზნით მან წელიწადნახევრის წინ პოლიტიკური პარტიებიც გააერთიანა, თუმცა მასთან მიმდინარე შეხვედრებს კოალიციის წევრები არ დასწრებიან.

„მაშინ ასე იყო, რაიმე ტიპის წამოწყება თუ იყო პრეზიდენტის, იქ არდასწრება უფრო მიღებული ფორმა იყო, ვიდრე დასწრება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

​პრეზიდენტმა აქვე იმედი გამოთქვა, რომ 2020 წელს ქვეყანა ორპარტიული პარლამენტით აღარ შეხვდება.

„საარჩევნო სისტემამ უზრუნველყო მაჟორიტარების უცნაური შედეგი. იმედი მაქვს, რომ 2020 წელს ჩვენ ორპარტიული პარლამენტიდან გადავალთ მართლა მრავალპარტიულამდე, თუმცა არგუმენტი, რატომ არ მომხდარიყო ეს 2016 წელს, არგუმენტი არ ისმოდა. მე საზოგადოების იმედი მაქვს და მე ამას გავაკეთებ,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics