|
2016-11-08 15:01:11, 851 ნახვა
პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე: უსაფრთხოება შავ ზღვაზე უმნიშვნელოვანესი პირობაა საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე GMF (The German Marshall Fund of the United States)-ის და რუმინეთის ასპენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. სესიაზე, რომელზეც თენგიზ ფხალაძე სიტყვით გამოვიდა, NATO-ს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების განხორციელებისა და საერთო ევროპული და რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით NATO-ს პარტნიორი ქვეყნების როლზე იმსჯელეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თენგიზ ფხალაძემ სესიაზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას ავღანეთში და აღნიშნა, რომ საქართველო ერთდროულად NATO-ს გაფართოებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორიც და ასპირანტი ქვეყანაცაა. „უსაფრთხოება შავ ზღვაზე უმნიშვნელოვანესი პირობაა საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის. საქართველო ის საიმედო პარტნიორია, რომელიც ჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას და მზად არის ამ თანამშრომლობის მეტად გაფართოებისათვის", - აღნიშნა ფხალაძემ. მისი განცხადებით, საქართველოს ინეგრაციის ხარისხის ზრდა დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)