09:24 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 17:03:58, 696 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერმინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერმინისტრს ტიმოთი სილვესტერ ჰარისს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს, გაეროში საქართველოს მიერ ინიცირებული „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერისათვის. საუბარი ასევე კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას შეეხო.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics