|
2016-11-04 11:17:40, 635 ნახვა
პოლიტიკა
მინაშვილი: ივანიშვილის დამარცხება შეუძლია მხოლოდ ენმ-ს და მხოლოდ სააკაშვილის ხელმძღვანელობით
„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოზიციაზე მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად სხვა ლიდერი უნდა იქნას არჩეული“, - ამის შესახებ პარტიის წევრი აკაკი მინაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც მინაშვილი აცხადებს, ივანიშვილის დამარცხება შეუძლია მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. „არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიის თამჯდომარის პოზიციაზე, რომელიც ჩვენ მიხეილ სააკაშვილის როლის და ჩართულობის ხაზგასმის მიზნით სიმბოლურად ღიად დავტოვეთ ( სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელი იყო, ვინაიდან მას მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს), უნდა იქნას არჩეულ ენმ-ის სხვა ლიდერი. პრეზიდენტ სააკაშვილმა და ენმ-ის ახალგაზრდა და ნიჭიერმა გუნდმა მოახერხა ახალი, წარმატებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ეს იყო ერთი სულისკვეთებით და საერთო ენერგიით შეპყრობილი ადამიანების ძალისხმევის შედეგი. მაგრამ ერთი რამე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, მხოლოდ მან მოახერხა სხვადასხვა ხასიათის, უნარების, შესაძლებლობების, მსოფხედველობის ადამიანების გაერთიანება და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კალაპოტში მიქცევა. მოხდებოდა ვარდების რევოლუცია და შემდგომი ფუნდამენტური ცვლილებები პრეზიდენტ სააკაშვილის არ არსებობის პირობებში? ვეჭვობ რომ არა. გუნდის სხვა ნებისმიერი წევრის არ არსებობის პირობებში? კი, მოხდებოდა. მყარი დემოკრატიულ ტრადიციების და მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე სახელმწიფოებშიც კი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წარმატება დიდ წილად ლიდერებსა და მათ უნარებზეა დამოკიდებული. მით უფრო გადამწყვეტია ლიდერის ხედვა, ენერგია, იდეა საქარღველოში, სადაც შვიდ მილიარდიანი რუსული გავლენის ოლიგარქი უპირისპირდება სახელმწიფოს და მისი განვითარების პერსპექტივებს. პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ ახალი ლიდერების აღმოჩენით და ხელშეწყობით არის მუდმივად დაკავებული, და მაინც, სხვების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, დღეს საქართველოში და არამარტო მისი მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი უბრალოდ არ არის. ამავე დროს სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილი იყო და არის განახლების, ტრანფორმაციის, ინოვაციის, მრავალფეროვნების და ჩართულობის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მოტივატორი. და ბევრი მითის და ლეგენდის მიუხედავად ყოველთვის ღიაა განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრებების და მიდგომების მიმართ. ჩვენი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ წინასწარ ვერ განვჭვრიტეთ ივანიშვილის გაყალბების ხარისხი და მოცულობა. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ პარტიული თანამდებობების კომპლექტაციაზე ვიფიქროთ, ჩვენ მუდმივად უნდა ველაპარაკოთ საქართველოს მოსახლეობას, დავაინტერესოთ და მოვიზიდოდ ახალი ადამიანები, ვემზადოთ შემდეგი არჩევნებისათვის და ვიფიქროთ ხმების დაცვის მექანიზმებზე. უნდა გვესმოდეს ივანიშვილის დამარცხება შეუძლია მხოლოდ ენმ-ს და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით”, - წერს მინაშვილი.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)