08:20 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 20:01:19, 877 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ენმ-ზე: ქარიშხალს ტეხს იქ, სადაც ამის საფუძველი არ არის

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ქარიშხალს ტეხს იქ, სადაც ამის საფუძველი არ არის. 

​მანანა კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ერთადერთი მიზანის კონსტიტუციაში არსებული ხარვეზები გამოასწორონ. 

„ქარიშხალს ტეხენ იქ, სადაც ამის საფუძველი არ არის, ჩვენ გუნდში კონსტიტუციის შეცვლის ერთადერთი მიზანია, რომ რაც ხარვეზიანია გამოსწორდეს. ის, რაც რატიანმა და მისმა პარტიამ სააკაშვილს მოარგო, ეს გავასწოროთ. რაღაც თემები ხომ სჭირდება "ნაციონალურ მოძრაობას", თემა სჭირდება ხმაურისთვის, იხმაურონ,“- განაცხადა კობახიძემ. ვიცე-სპიკერმა შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის დაკომპლექტება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. "თანამდებობებისთვის ჩვენ არ გვიბრძოლია, გაცილებით დიდი მიზნები გვქონდა, ეს მიზანი მიღწეულია, მეორე ტურში გამარჯვება, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის ნარჩენების დამარცხება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics