08:22 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 14:17:49, 727 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლაზე: მსგავსი არაფერი ხდება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისი შს მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა, - ამის შესახებ მდინარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც მდინარაძე აცხადებს, მისი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის საკითხი არ განიხილება.

„ყველას ძალიან ვთხოვ, ნუ აყვებიან მედიის მიერ გავრცელებულ აბსოლუტურად უსაფუძვლო ინფორმაციას ჩემი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შესახებ. მსგავსი არაფერი ხდება. იგივეს ვთხოვ ყველა ჟურნალისტს. ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმეჯერ მომიწია ამ თემაზე კომენტარის გაკეთება და ყველგან იგივე დავაფიქსირე. სამწუხაროდ ჩემი კომენტარების ნაცვლად, კვლავ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება”, - წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს გიორგი მღებრიშვილის ნაცვლად, მამუკა მდინარაძე დაიკავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics