|
2016-11-01 15:14:40, 754 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: არავითარ შემთხვევაში არ ვისაუბრებ იმ დეტალებზე, რომლებიც შიდაპარტიულია
25 წელზე მეტია, ვარ „რესპუბლიკურ პარტიაში”, ამ პარტიის აქტიური წევრი ვარ 2005 წლიდან, ამ ხნის განმავლობაში არასოდეს არ გვიჩხუბია მე და დათო ბერძენიშვილს ან ლევან ბერძენიშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, ბერძენიშვილებთან ურთეირთობაში არასოდეს არ გადაულახავთ ის ზღვარი, რაც არის ნორმალური დებატებისა და დისკუსიებისთვის. მანვე აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები მისთვის მნიშვნელოვანია და პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ამ თემებს და ამ საკითხებს უფრთხილდებოდა. „მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი საქართველოსთვის ძალიან მძიმე და ძალიან მნიშვნელოვანი 25 წლის განმავლობაში. „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად, „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლებთან, სხვა წევრებთან ერთად ვიყავი თანამონაწილე აქტიური საზოგადოებრივი პოლიტიკური თანაცხოვრების. ამითი ვიამაყებ სიცოცხლის ბოლომდე, რადგან ძალიან ღრმად მჯერა, რომ ამ ხნის განმავლობაში, თუ რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლო, ღირსეულად ეტარებინა ის პასუხისმგებლობა, შეძლო, ყოფილიყო თავისი პრინციპების, ღირებულებების ერთგული, ეს იყო „რესპუბლიკური პარტია“. მინდა ვისურვო, რომ ეს პარტია გააგრძელებს საქმიანობას და დარჩება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ ფუნდამენტად“, - აღნიშნა უსუფაშვილმა. ამასთან, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში, არსად, არც დღეს, არც ხვალ, არც ზეგ არ ისაუბრებს იმ ნიუანსებსა და დეტალებზე, რომლებიც არის შიდაპარტიული.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)