|
2016-11-01 11:28:17, 1621 ნახვა
რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები პოლონეთში სამედიცინო სტაჟირებას გაივლიან
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ხუთი ექიმი და ორი მედდა პოლონეთში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს გაივლიან. აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თერაპევტი/გადაუდებელი მედიცინის ექიმი - ქეთი მაკარიძე, ქირურგები - ეთერ იფშირაძე და ამირან მახარაძე, ანასტეზიოლოგ/რეანიმატოლოგები - რუსუდან ფარტენაძე და ირაკლი ჯანაშია, ასევე მედდები - ინგა იაკობაძე და მაია გურგენიძე ქ. მილიჩის საავადმყოფოში სამედიცინო სტაჟირების გასავლელად ერთ თვეს დაჰყოფენ, ისინი პოლონეთში 8 ნოემბერს გაემგზავრებიან და საქართველოში 8 დეკემბერს დაბრუნდებიან. რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის უცხოეთში სტაჟირება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს ოფისის ორგანიზებით ხორციელდება. გასულ კვირას პოლონეთის სამედიცინო ცენტრებში გაცვლით პროგრამებში ჩართულ მედიკოსებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე შეხვდნენ. ზურაბ პატარაძემ ექიმებს სხვადასხვა საინტერესო პროექტში ჩართულობა და მხარდაჭერა აღუთქვა. მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ექიმებმა პოლონეთში მიღებული შთაბეჭდილებებისა და მათ წინაშე მდგარი საჭიროებების შესახებ ისაუბრეს. ავტონომიურ რესპუბლიკასა და სავოევოდოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში პოლონეთის ქ. ზაბჟეს გულის დაავადებათა ცენტრში, სტაჟირების კურსი შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ უკვე გაიარა. ასევე შედგა 2014 წელს პოლონელი რეაბილიტოლოგის ვიზიტი ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით. გასულ წელს ექიმ-რევმატოლოგმა ნერიმან ცინცაძემ და იმუნოლოგმა ლეილა ახვლედიანმა სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ჰოსპიტალში“ ორკვირიანი კურსი გაიარეს და მათი გამოცდილება გაიზიარეს. მიმდინარე წელს კი შედგა ონკოლოგიური ცენტრის სამი თანამშრომლის ვიზიტი ქ. კატოვიცეში, მარია სკლადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრის კლინიკური და ექსპერიმენტული ონკოლოგიის დეპარტამენტში, სადაც მათ სპეციალიზებული სატრენინგო კურსი ჩაუტარდათ. ამავე კლინიკაში წარმატებით განხორციელდა ონკოლოგიური ცენტრის ორი თანამშრომლის სპეციალიზირებული ტრენინგ კურსი რადიოლოგიისა და გამოსახვითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტეში. გაცვლითი პროგრამების ფარგლებში მომავალ წელს კონსულტაციების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილია პოლონელი რევმატოლოგების ვიზიტი ბათუმში. 2013 წლიდან დღემდე აჭარიდან უცხოეთში სხვადასხვა მიმართულებით 22 ექიმი გადამზადდა.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)