06:02 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 11:31:10, 752 ნახვა

პოლიტიკა
წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის არჩევნების მეორე ტურში„ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ

30 ოქტომბერს, ახალციხეში მერის,  ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები გაიმართა, ხოლო ლაგოდეხსა და სენაკში- საკრებულოს შუალედური არჩევნები. ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.

კერძოდ, ახალციხეში თვითთმართველი ქალაქის მერის არჩევნებში  ყველა უბნის მონაცმეებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ირაკლი ერეკლიშვილმა  ხმების 36.78% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვლადიმერ ზედგინიძემ- 63.22%

ზუგდიდში,  67-ე საარჩევნო ოლქის 21 უბნის   წინასწარი შედეგებით,  „ ოცნების“ კანდიდატი ლაშა გოგია ლიდერობს. მან ხმების 72,61% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ბესიკ გაბუნიამ-27,39% დააგროვა. დასათვლელია 44 უბნის მონაცემები.

ხარაგაულის 48-ე საარჩევნო ოლქის ყველა უბნის წინასწარი მონაცემების  მიხედვით,  „ ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა თამაზ ლომიძემ ხმების 23,8% აიღო,  „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ნიკოლოზ თოფურიძემ -76,2%.

ბოლნისში, ყველა-62 უბნის   მიხდვით, წინასწარი შედეგებით, თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ტრისტან ბერიძემ ხმების  4.74% მოაგროვა, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით შერაზადიშვილმა-95.26%

რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა  ვაჟა კობერიძემ 54.8%,  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი მოსეშვილმა კი-28.53% მიიღო. პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატმა ჯემალ მაჭარაშვილმა 16.67% აიღო.

სენაკის მაჟორიტარული ოლქის ყველა-2  უბნის  მონაცემების მიხედვით-„ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა ლაშქარავა-65.71%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ვასო ჯანაშიამ კი ხმების 34.29% დააგროვა.

არჩევნების მეორე ტური საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდა.

http://cesko.ge/res/docs/results-sak.pdf





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics