|
2016-10-30 23:59:45, 744 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ
უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. უსკო-ს ცნობით, ბათუმის #68 მაჟორიტარულ ოლქში სულ 1 უბნის მონაცემებია ცნობილი, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ წულაძე ხმების 72.26%-ით ლიდერობს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ელგუჯა ბაგრატიონმა 27.74% მიიღო. ბათუმის #69 მაჟორიტარულ ოლქში 2 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ილია ვერძაძემ ხმათა 70.22% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნინო ჯინჭარაძემ - 29.78%. #70 მაჟორიტარულ ოლქში 1 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნუგზარ სურმანიძემ ხმათა 82.87 % მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გია აბულაძემ 17.13%. ქობულეთის #71-ე მაჟორიტარულ ოლქში 8 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი რომანაძეს ხმათა 77.07% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მამული სურმანიძეს - 22.93%. ხელვაჩაურის #72-ე მაჟორიტარულ ოლქში 3 უბნის მონაცემებია ცნობილი, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მერაბ კარანაძემ ხმების 71.31% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ქენან კახიძემ კი - 28.69%. ხულოს #73-ე ოლქში დათვლილია 52 უბნის მონაცემები, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს ხვიჩა შარაშიძეს ხმათა 71.63% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნუგზარ ამაღლობელს 28.37%. ცნობისთვის, ბათუმის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად მიმდინარეობდა. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ვებ-გვერდზე შედეგების განთავსება უკვე დაიწყო.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)