04:54 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 19:24:55, 672 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ნიკა რურუას არეულობის მოწყობა აქვს განზრახული

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკოლოზ რურუას, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არეულობის მოწყობა აქვს განზრახული.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რურუა არეულობისთვის ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციას „Allmedia“-ს იყენებს.

„როგორც ჩანს ნიკოლოზ რურუამ არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე გაიგო. ჩვენი იფნორმაციით, მას აქვს განზრახული არეულობის მოწყობა. ამისთვის, ის იყენებს ჩვენს მიერ არაერთხელ ნახსენებ ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია Allmedia-ს, რომელიც პრესის საშუალებად არის დარეგისტრირებული ცესკო-ში და რომელსაც ჰყავს დარეგისტრირებული ათასობით დამკვირვებელი. ე.წ დამკვირვებლები ცდილობენ ხელოვნურად შეაფერხონ საარჩევნო კომისიების მუშაობა აღნიშნულ ოლქში. მოვუწოდებთ, ნიკოლოზ რურუას თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან და საარჩევნო პროცესის ხელისშეშლისგან. აღვნიშნავთ, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს ინფორმაცია, თუ რა სახის ადამიანები ჰყავს მობილიზებული რურუას მთაწმინდის ოლქში.

„მას ჰყავს მობილიზებული კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები, რომელთა სახელები და გვარები არის ცნობილი“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics