|
2016-10-30 17:26:29, 614 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ბოკუჩავა: მარკირებული ადამიანები რამდენჯერმე შედიან ერთი და იგივე უბანზე
„წარმოგიდგენთ ფოტომასალას, სადაც აღბეჭდილია მარკირების მქონე ადამიანები როგორ შედიან რამდენჯერმე ერთი და იგივე უბანზე“-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, ასეთი ტიპის დარღვევები ფიქსირდება არამხოლოდ მთაწმინდაზე, არამედ ბათუმსა და მარნეულში. „აქ არის წარმოდგენილი მეცხრე უბნიდან ფოტომასალა, ფოტოზე ნაჩვენები ქალბატონი მეცხრე უბანზე მეორედ აძლევს ხმას. ხოლო ბოლო მაგალითი გვაქვს 21-ე უბანზე. ასეთი ტიპის დარღვევები ფიქსირდება არამხოლოდ მთაწმინდაზე, არამედ ბათუმსა და მარნეულში. ეს არის კლასიკური მაგალითი ე.წ. „კარუსელის“ როდესაც ერთიდაიგივე ამომრჩეველი რამდენიმეჯერ აძლევს ხმას“,-განაცხადა ბოკუჩავამ. მისივე თქმით, ასევე გრძელდება კრიმინალური კავშირების მქონე ადამიანების მობილიზაცია სხვადასხვა უბნებზე. „განსაკუთრებით პრობლემატურია ეს გორში, სოფლებში ქორდი, დიდსი, გარეჯვარი. ფლავისმანსა და ფლავიში. შეინიშნება ასეთი ტიპის ადამიანების კონცენტრაცია ისევე როგორც სპორტსმენების. ცხადია ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ამ ადამიანებზე მოახდინონ ზეწოლა. ასევე მთაწმინდაზე, სადაც გიორგი მიქაძე პირადად დადის უბნებზე და გიორგი გოგუაძის მიერ ხდება ორგანიზება სხვადასხვა ადამიანების იმისთვის, რომ ამომრჩეველმა ვერ შეძლოს თავისუფლად საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ყურადღება მიაქციონ ყოველ ასეთ ფაქტს. მარნეულში ასევე დაფიქსირებულია არაერთი ფაქტი, როდესაც პირადობის გარეშე აძლევენ ხმას. მხოლოდ ერთ უბანზე იყო ასეთი ტიპის 80-მდე ფაქტი იყო“,-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)