|
2016-10-30 16:16:18, 679 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სპორტსმენების მობილიზებასთან დაკავშირებით თინა ბოკუჩავას განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან ვრცელდება იფნორმაცია, რომ ჩვენი მხრიდან სპორტმენების მობილიზაცია ხდება, ეს არის სიცრუე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, არჩევნები არსებითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. „საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება. ამასთან, ვრცელდება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქალაქში, ქუთაისში, გორში და რუსთავში, თითქოს იგეგმება გარკვეული პროვოკაციები და თითქოს ჩვენი მხრიდან სპორტმენების მობილიზაცია ხდება, რაც არის სიცრუე. ამაზე შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ. ამასთან დაკავშირებით, ვერც ერთი ფაქტი ვერ იქნება წარმოდგენილი. ეს არის დეზინფორმაცია. ეს ყველაფერი შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება გარკვეული პროვოკაციები ჰქონდეს დაგეგმილი“, - განაცხადა კობახიძემ. მმართველი გუნდის აღმასრულებელმა მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩეველს აქტიურობისკენ და მხარდაწერებს მიმართა, ოპონენტების შესაძლო პროვოკაციებს არ აყვნენ. „მოვუწოდებთ ჩვენ აქტივისტებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ასეთ ინციდენტებში მონაწიელობისგან. არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციას. როგორც კი ნახავენ, რომ ასეთი ტიპის პროვოკაციას აქვს ადგილი, ისინი მაშინვე უნდა დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს”, - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)