03:36 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 13:52:18, 818 ნახვა

პოლიტიკა
შსს-მ სობისში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

სოფელ სობისში მომხდარ ინციდენტზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მათი მხარდამჭერი ალბერტ მერებაშვილი სცემეს, შინაგან საქმეთ სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს გამოძიება სსკ-ის 125 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

ამასთან, უწყების ცნობით, დაკავებულია ალბერტ მერებაშვილის მამა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სოფელ სობისში მათ მხარდამჭერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ალბერტ მერებაშვილი გორის საკრებულოს წევრმა, კობა ბერიანიძემ სცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics