|
2016-10-30 13:39:30, 704 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადურმა პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა. იგი გლდანის მე-20 მაჟორიტარული ოლქის (20.10.32) 32-ე საარჩევნო უბანზე შვილთან, ნიკოლოზ ხადურთან ერთად მივიდა. ფინანსთა მინისტრმა მოსახლეობას მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნების მეორე ტური კიდევ ერთი ნაბიჯია დემოკრატიისკენ. „ასეთი მასშტაბით, მეორე ტური საქართველოს ისტორიაში არ ჩატარებულა, როგორც იცით, პრაქტიკულად, მთელ საქართველოში დღეს არჩევნების მეორე ტურია. მაჟორიტარ კანდიდატებს ექნებათ ძალიან დიდი ლეგიტიმაცია - ისინი ამომრჩევლის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებენ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მაჟორიტარი კანდიდატები და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტში იქნება ძალიან დიდ უმრავლესობაში, სრულად გაამართლებს ამ ნდობას და საქართველო ოთხი წლის მერე იქნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, ამიტომ მინდა ვთხოვო საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და კიდევ ერთხელ გამოიჩინონ ძალიან დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ხმა მისცენ იმ კანდიდატს, რომელიც მათი აზრით, უკეთეს, სწრაფადგანვითარებად, დემოკრატიულ, ჰუმანურ და ჰარმონიულ საქართველოს ჰპირდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. 30 ოქტომბერს, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება. არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში იმართება, აქედან თბილისის 18 და რეგიონების 32 ოლქში.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)