17:36 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 13:10:30, 747 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 12.71% შეადგინა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა.

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე  ამომრჩეველთა აქტივობამ 12.71% შეადგინა, რაც რაოდენობრივად  315009ამომრჩეველია.

ცესკო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ  საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება  ტელევიზიასა და რადიოში.  ამას გარდა, დღეს საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება  არჩევნებთან დაკავშირებული  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

ცნობისთვის, არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იმართება. ასევე, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურები აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქშიც ტარდება. გარდა ამისა, დღეს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები იმართება, ხოლო ლაგოდეხსა და სენაკში კი საკრებულოს შუალედური არჩევნები.

არჩევნები საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics