|
2016-10-30 10:38:13, 820 ნახვა
პოლიტიკა
საია: ამ დროისთვის კენჭისყრა ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრობლემები დაფიქსირდა ძირითადად წილისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, ასევე დაფიქსირდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ არასათანადოდ მოქცევის ორი შემთხვევა. ამასთან, ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ცალკეულ შემთხვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მითითების შედეგად პრობლემები აღმოიფხვრა. „ამ დროისთვის ფიქსირდება რამდენიმე შემთხვევა ამომრჩევლის უფლებების შეზღუდვის. მაგალითად, მარნეულის 48-ე უბანზე საუბნო კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის პროცედურები ისე ჩაატარა, რომ არ დაასწრო დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები. თელავის მე-13 უბანზე აგრესიულად ექცეოდნენ საიას დამკირვებელს, მას არ მისცეს შესაძლებლობა, რომ ჩანაწერთა წიგნში შეტანილ მონაცემებს. პრობლემა აღმოიფხვრა მას შემდეგ რაც ჩვენი თხოვნით პროცესში ჩაერია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ასევე დამატებითი ინფორმაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, დღეს სამგორის მერვე უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც რეგისტრაციის დროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, მოქალაქემ თავი წარმოადგინა, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. ასევე ამ პერიოდისთვის გვაქვს დაფიქსირებული წილისყრის პროცედურების დარღვევის რამდენიემე შემთხვევა, კვლავ დაფიქსირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშული წევრების მხრიდან უარის გაცხადება, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრის გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში მიიღონ მონაწილეობა. ასეთი შემთხვევები იყო მთაწმინდის მერვე, გორის 79 -ე და 64-ე, ზუგდიდის მეცხრე უბნებზე“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)