01:38 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 18:33:14, 759 ნახვა

პოლიტიკა
საყვარელიძე: დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის

 „რაც შეეხება უსუფაშვილის გადაწყვეტილებას, უკვე გასაკვირი არ არის“,-ასე შეაფასა ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში პარლამენტის თავმჯდომარის  მიერ „რესპუბლიკური პარტიის“  დატოვება.

ექსპერტის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისასალმებელიც   არის.

„რაც შეეხება უსუფაშვილის გადაწყვეტილებას, უკვე გასაკვირი არ არის.ჩვენ რამდენიმე გადაწყვეტილება ვნახეთ, ზუსტად იდენტური არა, მაგრამ არის შემთხვევა როდესაც ჯგუფი და ლიდერი  ერთმანეთს არ ეთანხმება. ამიტომ ლიდერი ტოვებს ჯგუფს.   ანუ დინამიკა დაიწყო ამ არჩევნების შემდეგ პარტიებს შიგნით  და ეს დინამიკა მისასალმებელია.  არჩევნებმა დაანახა ყველას, რომ ამომრჩეველი რბილად, რომ ვთქვათ კრიტიკულად არის განწყობილი პარტიების მიმართ. არ მოსწონთ ეს პარტიები. ფაქტია, რომ ხმა არ მისცეს. შესაბამისად, ყველა პარტიას, ვიმეორებ იმათი ჩათვლითაც ვინც შევიდა პარლამენტში,  ყველას  დაუდგა გზის გაგრძელების საკითხი.  მოულოდენლი არ არის ეს გადაწყვეტილება  და ვიტყოდი, რომ მისასალმებელიც არის.  იმიტომ რომ ეს ნაბიჯები იმის წინაპირობაც არის, რომ სამომავლოდ შეიძლება  პოლიტიკური პარტიების სურათი  შეიცვალოს და იგი უფრო საინტერესო, დინამიური და მრავალფეროვანი გახდეს“,-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics