|
2016-10-28 20:42:01, 935 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: გამომრჩა ის მომენტი, როცა პრემიერისგან უნდა ვითხოვოთ ნებართვა, კითხვები დავსვათ თუ არა
გამომრჩა ის მომენტი, როცა პრემიერისგან უნდა ვითხოვოთ ნებართვა, კითხვები დავსვათ თუ არა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მისთვის წარმოუდგენელი იყო, როდესაც პრემიერმინისტრი განუცხადა მთელ ქვეყანას, რომ ყველაფერი გაარკვია, კითხვები არ აქვს, და კითხვებს აღარ მიიღებს. "არ მინდა დავემსგავსო დღევანდელ თავდაცვის მინისტრს, რომელმაც მეორე დილასვე რეცეპტი გამოწერა, დასკვნაც დაწერა, კი იძახდა გამოძიება მიმდინარეობსო, მაგრამ ყველაფერი მოგვიყვა, თითქოს იქ იმყოფებოდა. ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელი იყო, როდესაც პრემიერმინისტრი გვეუბნება მთელ ქვეყანას, რომ ყველაფერი გაარკვია, კითხვები არ აქვს, და კითხვებს აღარ მიიღებს, გამომრჩა ის მომენტი, როცა პრემიერისგან უნდა ვითხოვოთ ნებართვა კითხვები დავსვათ თუ არ დავსვათ. ვისურვებდი, რომ ამ ქვეყანში არასოდეს იყვნენ ხელისუფლებაში ხალხი, როდესაც 2 საათში დეტალურად მოგვიყვებიან ამბავს, შეეცდებიან საზოგადოებას მიასაღონ საკუთარი ვერსია, დღეები რომ გადის, იმ ვერსიაში თავადვე შეიტანონ ცვლილებები,"- აღნიშნა ხიდაშელმა. თინა ხიდაშელის თქმით, ბევრ ბაზაზე უსაფრთხოების ზომები ძალიან ხშირად ირღვევა მეცხვარეების მიერ. მეტიც, მისი განცხადებით, სამხედრო ობიექტების უდიდესი ნაწილი შემოღობილიც კი არ არის. "მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სამხედრო ობიექტების უდიდესი ნაწილი შემოღობილიც კი არ არის, რა ბაზაზე შეღწევაზე ვლაპარაკობთ,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)