|
2016-10-28 17:52:06, 912 ნახვა
პოლიტიკა
ლაჰიუ: ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი წევრებზე იყო ფოკუსირებული, პარტნიორი ქვეყნები არ იყვნენ მიწვეული
26-27 ოქტომბერს გამართული ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი, წევრებზე იყო ფოკუსირებული, პარტნიორი ქვეყნები მინისტერიალზე არ იყვნენ მიწვეული, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ილიამ ლაჰიუმ განაცხადა. როგორც ლაჰიუმ აღნიშნა, პარტნიორი მინისტრების არ დასწრება სავსებით ნორმალური პროცესია. „თავდაცვის მინისტერიალი წევრ ქვეყნებზე იყო ფოკუსირებული, პარტნიორი ქვეყნები დისკუსიებში უშუალოდ არ იყვნენ ჩართული და შესაბამისად, მინისტერიალზეც არ იყვნენ მიწვეული. ეს სავსებით ნორმალური პროცესია", - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ. ლაჰიუს განცხადებით, ნატო-საქართველოს პარტნიორობა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ეჭვგარეშეა. „საქართველოს თანამშრომლობა ნატო-სთან შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში ეჭვგარეშეა. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ერთად საქართველო ნატოსთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ნატომ გადაწყვეტილება მიიღო, გაზარდოს მისი არსებობა შავ ზღვაში, მაგალითად შავ ზღვაში ძალების განთავსებით, რეგიონის საჰაერო, საზღვაო მხარდაჭერით. საქართველო კი, ამ დისკუსიების ნაწილი იქნება“, - განაცხადა ნატო-ს მეკავშირე ოფიცერმა საქართველოში. ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველო-ნატო-ს შორის აქტიურ თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება. „შეიარაღებული ძალების რეფორმირების დაგეგმვაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ამჟამად, ეს პროცესი ძალიან კარგად მიდის და მომავალ ორ თვეში უკვე განახლებულ გეგმას მივიღებთ. თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოს სამეკავშირეო ოფისთან არსებითი პაკეტის გუნდთან ერთად, ასევე მხარდამჭერებთან, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და სხვა მოკავშირე ქვეყნებთან. ასე რომ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. დღეს შეხვედრაც მქონდა ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალ მდივანთან, სადაც ჩვენ შეიარაღებულ ძალებში მიღწეული პროგრესი განვიხილეთ“ - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ. ცნობისთვის, უილიამ ლაჰიუს განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)