|
2016-10-27 15:56:01, 750 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატო-ს საკვანძო და ფასეული პარტნიორია
საქართველო ნატო-ს საკვანძო და ფასეული პარტნიორია, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ნატო შავი ზღვის რეგიონში საკუთარი ყოფნის გაძლიერებისკენ მიმართული გეგმის დეტალებს თებერვალში გაასაჯაროვებს. „გუშინ განვიხილეთ და მივიღეთ შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ყოფნის გაძლიერების გადაწყვეტილება. დეტალები თებერვალში გახდება ცნობილი. ნატო-საქართველო აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით. ცოტა ხნის წინ ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს ეწვია, ერთი წლის წინ ახალი საწვრთნელი ცენტრი გავხსენით, წელს დიდი სწავლება ჩავატარეთ. ამიტომ, საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ვაძლიერებთ პარტნიორობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ამასთანავე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ ჩატარებული არჩევნები არის დასტური, იმისა რომ საქართველო დემოკრატიულ ინსტიტუტებს აძლიერებს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)